2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს.
18 წელი გავიდა აგვისტოს მოვლენებიდან, რომლის დროსაც ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც, მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული.
აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან, მერის წარმომადგენლებთან და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.დეკანოზმა ილია სარიამ მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი და ამავდროულად უდიდესი გმირობის დღეა. ჩვენი ვალია, მარადისობას დავუტოვოთ იმ მებრძოლების სახელები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს უკეთესი მომავლისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის,“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ.