ცხელი ხაზი 599 647050

მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია ჩატარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ორგანიზებით, ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია ჩატარდა.
​მიმდინარე სამედიცინო აქციას ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია ესწრებოდნენ, რომლებიც პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.
​ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივ მცხოვრებლებს კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმთა გუნდმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარა.
​სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, მოქალაქეებს
​ კონსულტაციებს უწევდნენ ნევროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი, ქირურგი, ტრავმატოლოგი, თერაპევტი და ონკო-ჰემატოლოგი. ასევე ჩაუტარდათ
​დიაგნოსტიკური კვლევები- ექოსკოპია.
​სამედიცინო აქციის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და

გაგრძელება

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე

გაგრძელება

კურორტ სქურში ჭანისწყლის ადიდებისას დაკარგული ირაკლი მაქაცარია გადარჩენილია

კურორტ სქურში ჭანისწყლის ადიდებისას დაკარგული ირაკლი მაქაცარია გადარჩენილია. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურები. ​კურორტ სქურში მდინარე ჭანისწყლის უეცარმა ადიდებამ საგანგებო

გაგრძელება