წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუასთან, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან ერთად დაათვალიერა.
ეგნატე ფიფიას ქუჩაზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.
აქტიურ ფაზაშია ასევე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები,სადაც ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების ხარისხი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად და სტანდარტების შესაბამისად დასრულება პრიორიტეტულია.
აღნიშნული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.