წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პორველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მათ ასისტენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივი მნიშვნელობის პრიორიტეტული საკითხი, მიმდინარე პროექტები,
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტემპი, ხარისხი და სტიქიის სალიკვიდაციო პროექტების ფარგლებში დაგეგმილი, უკვე დასრულებული და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები დეტალურად განიხილეს.
საკითხი შეეხო ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, სოფლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების ეფექტური განხორციელების გზებს.
სამუშაო შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებსა და ასისტენტებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა თითოეულ სოფელსა თუ ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტები შეუფერხებლად, შესაბამისი მონიტორინგის და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გაგრძელდეს.