ცხელი ხაზი 599 647050

1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კინოჩვენება მოეწყო

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით კინოჩვენება მოეწყო.
​​ღონისძიების ფარგლებში ორი ფილმის ჩვენება მოეწყო.
​„ქრისტიანობა“ ფილმი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მოღვაწეობას და მის როლს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქრისტიანულ ისტორიას, სულიერ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტობაში მის ფუნდამენტურ როლს ასახავს.
​„ღამე, რომელსაც ტერენტი ერქვა“ (რეჟისორი და სცენარის ავტორი დამსახურებული ჟურნალისტი,ნინო რეხვიაშვილი) დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ეძღვნება.
კინოჩვენებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან, დელეგატ ილია ინჯიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან, საკრებულოს წევრებთან, კულტურის სფეროს მოღვაწეებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად ესწრებოდა.
დღევანდელ ღონისძიებას ასევე ჟურნალისტთა კავშირის წევრი ნინო რეხვიაშვილი და პოეტი და მსახიობი გივი სიხარულიძე ესწრებოდნენ.
​საგანმანათლებლო და კულტურული კამპანია კი ახალგაზრდა თაობაში ისტორიული მეხსიერების გაღრმავებასა და ეროვნულ-სულიერი ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

სტიქიური მოვლენების პრევენციისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ხიდის მშენებლობასთან

გაგრძელება

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება

24 აგვისტოდან წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ იწყება. ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისა მიზნით, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პორველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და მათ ასისტენტებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პორველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს

გაგრძელება