წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა.
პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
დასკვნით ღონისძიებებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,
საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სტუდენტური დღეების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები მოეწყო.
„სტუდენტური დღეების“დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებულ გუნდს და MaxFight-ის გამარჯვებულ წალენჯიხელ ზუკა მიქავას სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისიძების ფარგლებში გაიმართა მარიტა როხვაძისა და ბენდის კონცერტი. პარალელურად, ადგილობრივ მეწარმეთა და ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ლუდის ფესტივალიც გაიმართა.
კულტურულ-გასართობ პროექტთან ერთად, ღონისძიებას გარემოსდაცვითი დატვირთვაც ჰქონდა. მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილეებთან და სტუდენტებთან ერთად მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარსა და მდინარის სანაპიროს ხეივანში ნეკერჩხლისა და ცინარეას ნერგები დარგეს.