ცხელი ხაზი 599 647050

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
​პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, რის შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
​მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და ჩქვალერის მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ფიფიასთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლეშამუგეს უბნის მოსახლეობა განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩქვალერისთვის, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლის მიმზიდველობის გაზრდას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
სექტემბერი 2026
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება