ცხელი ხაზი 599 647050

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.
კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.
ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ქალებისთვის; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს; 50-70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის.
აქციის მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან , მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან, საჩინოს მაჟორიტარ დეპუტატთან ნანა კეკუასთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
უფასო სკრინინგ-აქცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სკრინინგ- კვლევები სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს

გაგრძელება