ცხელი ხაზი 599 647050

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
​პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, რის შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
​მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და ჩქვალერის მაჟორიტარ დეპუტატთან ცოტნე ფიფიასთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლეშამუგეს უბნის მოსახლეობა განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩქვალერისთვის, რომელიც თავისი უნიკალური ბუნებითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლის მიმზიდველობის გაზრდას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება