ცხელი ხაზი 599 647050

აინფორმაციო შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებსა და პირობებზე ისაუბრეს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო–ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა, ცენტრის სერჟანტმა და მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელებმა.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
• საბრძოლო ქვედანაყოფში – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
• საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
• უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება: სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი სურვილით სამხედრო სამსახურში წასულ პირებს ანაზღაურება 30%-ით გაეზრდებათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება