ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა.
პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
​დასკვნით ღონისძიებებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,
საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სტუდენტური ​დღეების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები მოეწყო.
„სტუდენტური დღეების“დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებულ გუნდს და MaxFight-ის გამარჯვებულ წალენჯიხელ ზუკა მიქავას სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
​ღონისიძების ფარგლებში გაიმართა მარიტა როხვაძისა და ბენდის კონცერტი. პარალელურად, ადგილობრივ მეწარმეთა და ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ლუდის ფესტივალიც გაიმართა.
კულტურულ-გასართობ პროექტთან ერთად, ღონისძიებას გარემოსდაცვითი დატვირთვაც ჰქონდა. მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილეებთან და სტუდენტებთან ერთად მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარსა და მდინარის სანაპიროს ხეივანში ნეკერჩხლისა და ცინარეას ნერგები დარგეს.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება