ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი საბავშვო ბაღებს ეწვია და სასაჩუქრე ნობათი გადასცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორთან ნატო კვარაცხელიასთან ერთად საბავშვო ბაღებს ეწვია და სასაჩუქრე ნობათი გადასცა.
მერი ასევე გაეცნო ბაღებში არსებულ ვითარებას და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და პერსონალისგან მოისმინა.
მერის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა და მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს აღსაზრდელებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
წალენჯიხის საბავშვო ბაღებში კვების მენიუ განახლდა და სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილმა ავტორიზაციის პირველი ეტაპიც უკვე გაიარა.

ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება