ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან (სტრუქტურული ერთეულები) დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების პროექტებზე

განმარტებითი ბარათი

    

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან (სტრუქტურული ერთეულები) დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების  პროექტებზე

 

  1. ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:

 

ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:

 

ა.ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა  და მოქალაქეთა ინტერესებზე/საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება.

ა.ბ.) სტრუქტურული ოპტიმიზაცია; სამსახურების ან განყოფილებების გაერთიანება/გაყოფა და მათი ფუნქციების უფრო ეფექტურად გადანაწილება.

მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია, (მერის ბრძანება-#ბ126.126261346 14.05.2026წ.) მოიცავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებურ განსაზღვრას, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში მთლიანად ან/და ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შტატების გადაადგილებას ან/და შემცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მერიის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც 2026 წლის 1 აგვისტოდან მივიღებთ მერიის ნაწილობრივ ახალ სტრუქტურას, ახალ ნუსხაში ასახულია შტატები რომელთაც აქვთ რეალური ფუნქციები ხოლო შემცირდა შტატები რომლის ფუნქციებიც იყო გაურკვეველი.

 

წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის – საკრებულოს დადგენილების  პროექტ(ებ)ი:

1.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

4.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

5.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

6.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

7.,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

8.“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

  1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანაბდებობების რანგირების თათანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ“

 

შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  ნორმებთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

 

ბ) დადგენილების მიღების მიზანი:

 

დადგენილების მიღების მიზანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, სტრუქტურის ოპტიმიზაცია და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება, ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება.

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე სამსახურების  გაყოფა თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და განახლება.

ცვლილების შედეგად მიიღება მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგი პირველადი სტრუქტურული ერთეულები:

  1. ადმინისტრაციული სამსახური.
  2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
  3. ეკონომიკის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
  4. ზედამხედველობის სამსახური.
  5. შიდა აუდიტის სამსახური.
  6. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური
  7. სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.

 

ცვლილება განიცადა მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურში შემავალმა მეორადი სრტუქტურულმა ერთეულებმა ასევე ზოგიერთმა საშტატო ერთეულებმა.

 

  1. დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება:

 

დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტების მიღება არ იწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას;

 

  1. დადგენილების პროექტის ავტორი და წარმომდგენი:

 

დადგენილების პროექტის ავტორი და წარმდგენია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.