ცხელი ხაზი 599 647050

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება

2026 წლის …. ივისი

ქ. წალენჯიხა

 

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

 

მუხლი 1.

 

შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016609) და დადგენილების:

 

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 

ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური;

დ) ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური;

ე) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) ზედამხედველობის სამსახური.

 

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები

1.      ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, მერის და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კოორდინაცია, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირების პროცესის კოორდინაცია, მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტა, მერიის საჯარო მოსამსახურეებზე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა, მერიაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, მერიაში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მერიაში საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა. საჯარო მოხელეთა მიერ პროფესიული განვითარების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი. მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასათან, მედიასთან და დაწესებულებებთან, საპროტოკოლო საკითხებისა და მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება, მუნიციპალური პროგრამების ფინანსური გაანგარიშება, წარმოდგენილი მასალების განხილვა და ანალიზის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის უზრუნველყოფა, შემოსულობებისა და ქონების, სახაზინო მომსახურების, ბუღალტრული აღრიცხვის  და ანგარიშგების უზრუნველყოფა. არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების), ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების აღრიცხვაში სათანადოდ ასახვა, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ვადების დაცვით მომზადების უზრუნველყოფა.

 

3. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავების, მათი განხორციელებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარების, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს ფორმირების, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა.

4. ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარებუს სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციის, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების, მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნის,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის, აღრიცხვის და მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/ გაუქმების/ ადმინისტრირების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების ღონისძიებების მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა; სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია.

5. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის მართვა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე სოციალური მუშაობის ჩატარება, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სისტემაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის (ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და  საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დისციპლინური წარმოება. აუდიტორული შემოწმებების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, გარე იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება.

8. მერიის სამსახურ(ებ)ის უფლებამოსილებები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 2.

 

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.

.

 

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

    

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების  პროექტებზე

 

  1. ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:

 

ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:

 

ა.ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა  და მოქალაქეთა ინტერესებზე/საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება.

ა.ბ.) სტრუქტურული ოპტიმიზაცია; სამსახურების ან განყოფილებების გაერთიანება/გაყოფა და მათი ფუნქციების უფრო ეფექტურად გადანაწილება.

მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია, (მერის ბრძანება-#ბ126.126261346 14.05.2026წ.) მოიცავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების მიზნებისა და ფუნქციების, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების ახლებურ განსაზღვრას, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში მთლიანად ან/და ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შტატების გადაადგილებას ან/და შემცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მერიის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც 2026 წლის 15 აგვისტოდან მივიღებთ მერიის ნაწილობრივ ახალ სტრუქტურას, ახალ ნუსხაში ასახულია შტატები რომელთაც აქვთ რეალური ფუნქციები ხოლო შემცირდა შტატები რომლის ფუნქციებიც იყო გაურკვეველი.

წარმოდგენილი ცვლილება (პროექტი) უზრუნველყოფს საკრებულოს სხვა აქტებთან (დადგენილებები-მერიის სამსახურების დებულება) მიმართებაში სამართლებრივ ურთიეშესაბამისობას.

დადგენილების სამართლებრივი საფუძველი: წარმოდგენილი სამართლებრივი აქტის – საკრებულოს დადგენილების პროექტი შემუშავებულია:

 

  1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,
  2. საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის
  3. „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის “საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსი“ და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

 

ბ) დადგენილების მიღების მიზანი:

 

დადგენილების მიღების მიზანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, სტრუქტურის ოპტიმიზაცია და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება, ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება.

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე სამსახურების  გაყოფა თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და განახლება.

(ცვლილება განიცადა მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სამსახურში შემავალმა მეორადი სრტუქტურულმა ერთეულებმა ასევე ზოგიერთმა საშტატო ერთეულებმა).

 

  1. დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება:

 

დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტების მიღება არ იწვევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას;

 

  1. დადგენილების პროექტის ავტორი და წარმომდგენი:

 

დადგენილების პროექტის ავტორი და წარმდგენია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.