ცხელი ხაზი 599 647050

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება

2026 წლის …………………………….. ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1

 

შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახური;

დ) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;

ე) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური;

ზ) ზედამხედველობის სამსახური;

 

ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები

1.      ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, მერის და მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კოორდინაცია, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირების პროცესის კოორდინაცია, მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო მმართველობის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა, მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტა, მერიის საჯარო მოსამსახურეებზე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა, მერიაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, მერიაში ადამიანური რესურსების მართვის უზრუნველყოფა, საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მერიაში საკადრო პოლიტიკისა და ადამიანური რესურსების მართვის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და წარდგენა. საჯარო მოხელეთა მიერ პროფესიული განვითარების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი. მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება საზოგადოებასათან, მედიასთან და დაწესებულებებთან, საპროტოკოლო საკითხებისა და მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა, ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის, შესაბამისი დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება, მუნიციპალური პროგრამების ფინანსური გაანგარიშება, წარმოდგენილი მასალების განხილვა და ანალიზის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის უზრუნველყოფა, შემოსულობებისა და ქონების, სახაზინო მომსახურების, ბუღალტრული აღრიცხვის  და ანგარიშგების უზრუნველყოფა. არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების), ასევე დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების აღრიცხვაში სათანადოდ ასახვა, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების დადგენილი ვადების დაცვით მომზადების უზრუნველყოფა.

 

3. ეკონომიკის,სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციის, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების, მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნის,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის, აღრიცხვის და მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების/ გაუქმების/ ადმინისტრირების და კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში შესაბამისი განაკვეთების დადგენის საკითხებზე წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავების, მათი განხორციელებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის მდგრადი და თანაბარი ურბანული განვითარების, ინტეგრირებული, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს ფორმირების, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა.

4. განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარებისთვის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვა, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების ღონისძიებების მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა; სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

5. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის მართვა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე სოციალური მუშაობის ჩატარება, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სისტემაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის (ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლა და ანალიზის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება და  საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დისციპლინური წარმოება. აუდიტორული შემოწმებების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, გარე იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება.

8. მერიის სამსახურ(ებ)ის უფლებამოსილებები, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

 

მუხლი 2

 

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის ………….. ივლისიდან.

.

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია