|
| ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/07/2026, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016615) და დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 3. |
| დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 15 აგვისტოდან.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
|
|