ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისდებულების დამტკიცების შესახებ

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №

2026 წლის ………. ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისდებულების დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1

 

დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება“.

 

მუხლი 2

 

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებწალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 ივნისის №22 დადგენილება.

 

მუხლი 3

 

დადგენილება  ამოქმედდეს 2026 წლის …………

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია

 

დანართი

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და ჯანდაცვის

სამსახურიდებულებ

 

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

 

 

1. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური:

 

ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;

 

ბ) თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით;

 

გ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

 

2. სამსახურს აქვს  საჭირო რეკვიზიტებით.

 

3. სამსახურის:

 

ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე;

 

ბ) ადგილსამყოფელია ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

 

 

1. სამსახურის ამოცანებია:

 

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 

ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

 

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 

ა) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

 

ბ) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

 

გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავება;

 

დ) წინადადებების და პროგრამების შემუშავება უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;

 

ე) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვა, დაცვა, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობა;

 

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდება;

 

ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

 

თ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა;

 

ი) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

 

 

კ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;

 

ლ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება და  ხელშეწყობა;

 

მ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

 

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

 

ო) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

 

პ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

 

ჟ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

 

 

რ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვა;

 

ს) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, მათი განზოგადება, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, მათი სოციალური უფლებების დაცვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 

ტ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;

 

უ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 

3. სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

 

ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციას და კონტროლს;

 

ბ) ჯანდაცვისა და სოციალურ მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

 

გ) სამსახურის:

 

დ) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

 

ე) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში;

 

ვ) დადგენილი წესით  სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;

 

ზ) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;

 

თ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 3. სამსახურის უფლებამოვალეობები

 

 

1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

 

ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;

 

ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

 

გ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მათგან გამოითხოვოს ინფორმაცია.

 

2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:

 

ა) დადგენილი წესით დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

 

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

 

 

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილებებისაგან).

 

2. სამსახურის განყოფილებებია:

 

ა) სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.

 

ბ) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

 

3. სამსახურის მუშაობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება  სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).

 

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან.

 

5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

 

6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

 

7. განყოფილების საჯარო მოხელეთა:

 

ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით;

 

ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 

მუხლი 5. სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება.

 

 

1)      განყოფილება უზრუნველყოფს:

 

ა) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას;

 

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე მონიტორინგს;

 

 

გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;

 

დ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

 

ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებასა და  ხელშეწყობას;

 

ვ) ჯანდაცვისა და სოციალურ მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

 

ზ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვას;

 

თ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათი სოციალური უფლებების დაცვას;

 

ი) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;

 

კ) ეკომიგრანტთა ხელშეწყობას;

 

ლ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვასა და მათზე რეაგირებას;

მ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებას;

ნ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ო) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას;

 

პ) წინადადებების და პროგრამების შემუშავებას უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევისთვის და კონტროლს მათ განხორციელებაზე;

ჟ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობას;

რ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

 

ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

 

ტ) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;

უ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

ფ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;

ქ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნას და წარმოებას;

 

ღ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;

ყ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვასა და რეაგირებას;

შ)„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური მუშაობის ჩატარებას, რაც გულისხმობს:

შ.ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

შ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებაში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

 

შ)მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

2)  სოციალური უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება ქალთა და მამაკაცთა  თანასწორობის დაცვის სფეროში ახორციელებს :

ა) ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მის ანალიზს, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, შესაბამის წინადადებათა მომზადებას და მერისთვის წარდგენას, მათ განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირებას;

ბ) ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისთვის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას;

გ) აქტიურ თანამშრომლობას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათთვის შესაბამისი ინფორმაციების და ანგარიშების მიწოდებას;

 

მუხლი 6. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.

 

 

1)      განყოფილება უზრუნველყოფს:

 

 

ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

 

 

დ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საქმეებზე;

 

ე) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;

 

 

თ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობას;

 

ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას;

 

 

ნ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;

 

 

 

 

ტ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვასა და რეაგირებას;

 

უ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი უწყებებში  გადაგზავნა;

თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

კ)„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური მუშაობის ჩატარებას, რაც გულისხმობს:

კ.ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

კ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებაში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

კ.დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ლ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას:

ლ.ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას, საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებასა და გავრცელებას;

ლ.ბ) მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმისწარმოება ხორციელდება ერთიანი სისტემით და იგი უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.

ბ) ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.

გ) ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებული დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებსა და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში შეგროვებას;

დ) უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობას ბავშვის პერსონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით მის ხელმმისაწვდომობას. ინფორმაცია ასევე, ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული, ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე, ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.

ე) ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნას, ფუნქციონირებასა და ინფორმაციით სარგებლობის წესების დაცვას  „ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“დებულების შესაბამისად.

 

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა  და რეორგანიზაცია

 

 

სამსახურის:

 

ა) დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;

 

ბ) დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

გ) რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.