ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანაბდებობების რანგირების თათანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანაბდებობების რანგირების თათანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

მუხლი 1

 

დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  თანამდებობის პირთა, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2

 

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის  №40 დადგენილება.

 

მუხლი 3

 

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის …………………

 

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეცოტნე შონია