ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამბულატორია ოთხი სოფლის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ადგილზე მიაწვდის. მისი თქმით, ახალი ამბულატორიის ამოქმედებით გაიზრდება სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სოფელ საჩინოს ამბულატორია კუხეშის, საჩინოს, ზემო საჩინოსა და ნაგურუს მოსახლეობას მოემსახურება. ჯამში, სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით 1 700-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.
მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება

შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერთან გუბა საჯაიასთან და საკრებულოს

გაგრძელება

სტუდენტური დღეები -2026“ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო

სტუდენტური დღეები -2026“ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კინოთეატრში სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს პროექტის დაწყება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის

გაგრძელება