| ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;“ ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრირება და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება 1. ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომ განყოფილება) ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს; 2. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) საკრებულოში სხდომებთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული მასალების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; გ) საკრებულოს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების მომზადება, სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება და მოწვევა, მათი რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვა, კენჭისყრის პროცედურის ჩატარება, ხმების დათვლის უზრუნველყოფა; დ) საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების ვადების დაცვაზე კონტროლი; ე) განყოფილებაში შემოსული კორესპოდენციების დამუშავება, ანალიზი და მათზე პასუხების მომზადება; ვ) საქმისწარმოების, არქივისა და დოკუმენტბრუნვის პროცესების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრების ორგანიზება მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრებისთვის დახმარების გაწევა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში, მათი საქმიანობის ამსახველი მასალების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ყოველთვიურად ინფორმაციის მიწოდება აპარატის უფროსისთვის; თ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ი) სამართლებრივი აქტების/პროექტების, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების წერილების, მოხსენებების, ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა, ანგარიშებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სამართლებრივი აქტებით და აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |