ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოჩენილი მოღვაწეების ბიუსტები და კულტურულ-ისტორიული ნიმუშები საჩუქრად გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოჩენილი მოღვაწეების ბიუსტები და კულტურულ-ისტორიული ნიმუშები საჩუქრად გადაეცა.
​13 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადასაცემი გამოჩენილი წალენჯიხელების ბიუსტებისა და სხვა კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ნიმუშების განთავსების საკითხს შეეხებოდა შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.
​შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინიციატივის ავტორის, ნაპო მესხიას მრავალწლიან პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას, მის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული მედიცინისა და აფხაზეთის საკითხების მიმართულებით. აღინიშნა მისი კეთილი ნება და მნიშვნელოვანი საჩუქარი, რომელიც მომავალი თაობებისთვის ღირსეული წინაპრების ღვაწლის წარმოჩენას ემსახურება.
​საჩუქრად გადასაცემი ნიმუშებია-
​ოთხი გამოჩენილი წალენჯიხელის ბიუსტი: ეგნატე ფიფიას, შოთა მესხიას, იაკობ (იაშა) მესხიასა და მამანტი ძაძამიას.
​სასულიერო და კულტურული ძეგლები: წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა სვიმონ კანანელის მცირე სტელა, ასევე ქართული ანბანის მცირე ბარელიეფი.
განხილვაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს წევრები, საზოგადოება “წალენჯიხელის”წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდნენ.
​შეხვედრაზე მონუმენტური ნამუშევრების განთავსების ოპტიმალურ ადგილმდებარეობებზე იმსჯელეს.
​აზრთა სხვადასხვაობისა და დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გამოჩენილი წალენჯიხელების ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლებისა და ბიუსტების ხეივანი ტერენტი გრანელის სახელობის პარკის შესასვლელთან მოეწყობა, ხოლო ქალაქ ჯვარში, ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის სტელები კულტურის სახლის ტერიტორიაზე განთავსდება.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება