ცხელი ხაზი 599 647050

დადგენილების პროექტზე : „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

                                         განმარტებითი ბარათი

 

    დადგენილების პროექტზე : „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ა) დადგენილების მიღების (გამოცემის) მიზეზი და დამახასიათებელი ნიშნები: დადგენილების პროექტი მომზადებულია საკრებულოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ , რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად, განახორციელა საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების ანალიზი, შეაფასა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების გადანაწილება, მოქმედი საშტატო ნუსხა და თანამდებობები, თითოეული პოზიციის ფუნქციური დატვირთვა, აპარატის დოკუმენტბრუნვა წლის განმავლობაში.  კომისიის ანალიზის, მის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების შედეგად გამოიკვეთა აპარატის სტრუქტურის ოპტიმიზაციის, ფუნქციების ეფექტიანი  გადანაწილებისა და ადმინისტრაციული რესურსის რაციონალური გამოყენების აუცილებლობა;

ბ) დადგენილების მიღების მიზანი: დადგენილების მიზანია: საკრებულოს აპარატის სტრუქტურის სრულყოფა, ფუნქციების დუბლირების აღმოფხვრა, ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესება, აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, არსებული ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება. დადგენილებით განისაზღვრება საკრებულოს აპარატის ახალი სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები. ცვლილებები ითვალისწინებს: ცალკეული სტრუქტურული ერთეულების გაერთიანებას/გარდაქმნას, ფუნქციების გადანაწილებას, აპარატის საქმიანობის წესების დაზუსტებას, სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციების შესაბამისობაში მოყვანას ფაქტობრივ საჭიროებებთან.

გ) დადგენილების სამართლებრივი საფუძველი: დადგენილების პროექტი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილების გავლენა სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში-დადგენილების მიღება გამოიწვევს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის  28 დეკემბრის N44 დადგენილებაში.

ე) დადგენილების  გავლენა ადგილობრივი ბიუჯეტზე-დადგენილების მიღება გავლენას არ ახდენს ადგილობრივ ბიუჯეტზე, არ გამოიწვევს დამატებით ფინანსური სახსრების მობილიზებას.

ვ) პროექტის ინციატორი და წარმდგენი_წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ზ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების მიღება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე;

თ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების ზეგავლენის შეფასება: დადგენილების მიღება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას  ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;

ი) პროქტის მიღების სავარაუდო თარიღი: არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისისა.