ცხელი ხაზი 599 647050

დადგენილების პროექტზე : „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

                                                               განმარტებითი ბარათი

    დადგენილების პროექტზე : „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის  28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ა) დადგენილების მიღების (გამოცემის) მიზეზი და დამახასიათებელი ნიშნები:  პროექტი მომზადებულია საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში და გამომდინარეობს აპარატის დებულებაში განხორციელებული ცვლილებებიდან. რეორგანიზაციის პროცესში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ აპარატის და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და ორგანიზაციული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის საჭიროება. პროექტით მტკიცდება საკრებულოს აპარატის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც ასახავს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრუქტურას და თანამდებობათა ჩამონათვალს. საშტატო ნუსხის ცვლილება ეფუძნება: სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციას, ფუნქციათა გადანაწილებას, ფუნქციური დატვირთვის შეფასების შედეგებს, ადმინისტრაციული რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებას.

ბ) დადგენილების მიღების მიზანი: დადგენილების მიზანია: საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის შესაბამისობაში მოყვანა აპარატის განახლებულ სტრუქტურასთან, ფუნქციათა გადანაწილებასთან და საქმიანობის რეალურ საჭიროებებთან;

გ) დადგენილების სამართლებრივი საფუძველი: დადგენილების პროექტი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილების გავლენა სხვა სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში-დადგენილების მიღება გამოიწვევს შესაბამისი ცვლილების განხორციელებას     დადგენილების პროექტზე : „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  2014 წლის 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში;

ე) დადგენილების  გავლენა ადგილობრივი ბიუჯეტზე-დადგენილების მიღება  არ გამოიწვევს დამატებით ფინანსური სახსრების გამოყოფას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიან გამოყენებას და შრომის ანაზღაურების ფონდის ოპტიმიზაციას

ვ)პროექტის ინციატორი და წარმდგენი_წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ზ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: დადგენილების მიღება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე;

თ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების ზეგავლენის შეფასება: დადგენილების მიღება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას  ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე;

ი) პროქტის მიღების სავარაუდო თარიღი: არაუგვიანეს 2026 წლის 25 ივნისისა.