ცხელი ხაზი 599 647050

დასახლების საერთო კრებები ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
დასახლების საერთო კრებები ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი კაჭარავა,საკრებულოს წევრები დალი კვარაცხელია,ლირა ღურწკაია,იაგო მიქავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით.
მოსახლეობის მიერ შემდეგი სახის პრიორიტეტები შეირჩა:
ჯგალი- სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია;
ლეკაკულე-ბონდის ხიდის რეაბილიტაცია;
ლესალე-ფეხბურთის მოედნის მოწყობა;
ლეხარჩილე-შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა;
გარდა აღნიშნულისა დასახელდა ასევე წისქვილის რეაბილიტაცია და სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.
ლეთკანთში კი სასაფლაოზე საჩრდილობელის მოწყობა.
მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეული პრიორიტეტებია:
მედანი-სასაფლაოს შემოღობვა;
ლარამედანი-სკვერის მოწყობა.
დასახლების საერთო კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული,სადაც საუბრობენ სოფელში არსებულ საჭიროებებზე და იმ პრიორიტეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი.
საკონსულტაციო შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება