დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრისა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგების თაობაზე.
მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სხვადასხვა
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.