ცხელი ხაზი 599 647050

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ გუბა საჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან ერთად გაეცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნური საფარი. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები. სამუშაოების ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებული, დელეგატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნენ. ახალი ხიდის მშენებლობასთან ერთად, მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დროებითი სათადარიგო ხიდიც რეაბილიტირდება. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
ხიდის მშენებლობის სამუშაოებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გაეცნენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 კილომეტრია და ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმითს უკავშირდება.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება