ცხელი ხაზი 599 647050

მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი,საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.
მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კომისიამ განცხადებები განიხილა.
აღსანიშნავია,რომ პროგრამა გათვლილია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებით მცხოვრები ოჯახებისთვის.
ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და საცხოვრებლად საშიშია, პროგრამა ითვალისწინებს ახალი სახლის მშენებლობას. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას, პროგრამა ითვალისწინებს – რეაბილიტაციას.
კომისიის გადაწყვეტილებით, უკიდურესად გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ 3 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდება, 3 ოჯახისთვის კი კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი ოთახის რეაბილიტაციის შესახებ.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება