ცხელი ხაზი 599 647050

სტუდენტური დღეები -2026“ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო

სტუდენტური დღეები -2026“ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო.
​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კინოთეატრში სტუდენტებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს პროექტის დაწყება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა, წარმატებები უსურვა და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
სტუდენტებმა გაიარეს რეგისტრაცია, მონაწილეები 4 გუნდად გადანაწილდნენ. წინ ენერგიული, შემოქმედებითი და დატვირთული დღეები ელოდებათ.
​გაიმართება სპორტული და ინტელექტუალური ტურნირები, გუნდური შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობასა და შემეცნებით თამაშში.
​კინოჩვენებები და დისკუსიები, საინტერესო ფილმების განხილვა და ღია დიალოგები.
​მუსიკალური საღამოები, გართობა და პოზიტიური განწყობა.
​ლაშქრობები, აქტიური დასვენება და ბუნებაში დროის ნაყოფიერად გატარება.
​„სტუდენტური დღეები-2026“ ახალგაზრდების გაერთიანებას, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებასა და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის, სასპორტო,ფეხბურთის ცენტრისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობა“ და შემოდგომის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება. ​დღეს, 22 ოქტომბერს, წალენჯიხა ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს- „წალენჯიხობა-გრანელობასა“ და შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. ქალაქში

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება