ცხელი ხაზი 599 647050

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება. დღეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს საკონსულტაციო ორგანიზაცია BDO-ს მიერ ჩატარებული „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ წარუდგინეს.
გადამამუშავებელი საწარმოს საჭიროება „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე ჩამოყალიბებული რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დასახელდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელობას ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი რეგიონული საწარმოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით. სოფლად მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დროულ რეალიზებას მოწეული პროდუქტის, ასევე პრობლემაა დაბალი კლასიფიკაციის ხილისა და ბოსტნეული რეალიზება – ამ საჭიროებებს საწარმო გადაჭრის და პროცესში არაერთ ფერმერსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს ჩართავს“, განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
შეხვედრაზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები განიხილა და რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპროცენტო სესხის 280 ბენეფიციარზე გაიცა. გაწეული სესხების რაოდენობამ კი 12,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ინტერმუნიციპალური საწარმოს მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეებს სხვადასხვა კულტურების გაშენებაში და მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ზუგდიდის მერმა „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობას პროექტზე სიღრმისეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების და დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით, მოხდა მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მომავალში საწარმოს ტერიტორიის განსაზღვრის თემაზე.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება