ცხელი ხაზი 599 647050

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა იგეგმება. დღეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს საკონსულტაციო ორგანიზაცია BDO-ს მიერ ჩატარებული „წინასწარი განხორციელებადობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია“ წარუდგინეს.
გადამამუშავებელი საწარმოს საჭიროება „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრების ბაზაზე ჩამოყალიბებული რეგიონული საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე დასახელდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელობას ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი რეგიონული საწარმოს შექმნის მიზნით აქტიური მუშაობისთვის. ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით. სოფლად მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დროულ რეალიზებას მოწეული პროდუქტის, ასევე პრობლემაა დაბალი კლასიფიკაციის ხილისა და ბოსტნეული რეალიზება – ამ საჭიროებებს საწარმო გადაჭრის და პროცესში არაერთ ფერმერსა და სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს ჩართავს“, განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
შეხვედრაზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები განიხილა და რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპროცენტო სესხის 280 ბენეფიციარზე გაიცა. გაწეული სესხების რაოდენობამ კი 12,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ ინტერმუნიციპალური საწარმოს მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ხელს უწყობს მოქალაქეებს სხვადასხვა კულტურების გაშენებაში და მიმართულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ზუგდიდის მერმა „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობას პროექტზე სიღრმისეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების და დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით, მოხდა მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის მომავალში საწარმოს ტერიტორიის განსაზღვრის თემაზე.
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანაბდებობების რანგირების თათანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა თანაბდებობების რანგირების თათანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ   საქართველოს ორგანული 

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 2026 წლის …… ივნისი ქ. წალენჯიხა     წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან (სტრუქტურული ერთეულები) დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების პროექტებზე

განმარტებითი ბარათი      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში განსახორციელებელ რეორგანიზაციასთან (სტრუქტურული ერთეულები) დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების  პროექტებზე   ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:

გაგრძელება