საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე არხები ეწყობა.
აღნიშნული გზა ნაგურუს მოსახლეობას წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან აკავშირებს და მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაუადვილებს ადგილობრივებსა და მრევლს უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ ნანა კეკუასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.