წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატმა ილია ინჯიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტნე შონიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, დღევანდელი დღე მიულოცეს და საპატიო წალენჯიხელები დააჯილდოვეს. ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგნელები დაესწრნენ.
საპატიო წალენჯიხელები გახდნენ:
ვალერი კვარაცხელია – ექიმი, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯილდო გადაეცა საქართველოს საგარეო სამსახურსა და ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
რევაზ ლუკავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნეიროქირურგი.
ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს წალენჯიხის ერთერთი უმთავრესი სულიერი საუნჯის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტირება, რასაც ტაძრის ადგენა მოჰყვება.
ომიზა უბილავა – დაჯილოვდა მედიცინის სფეროში გაწეული მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ქალაქ ჯვარში ენგურჰესის საავადმყოფოში 50 წლიანი ღვაწლისთვის.
ლუარა კვარაცხელია – დაჯილდოვდა მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის საგანამანათლებლო სისტემის განვთარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წლების განმავლობაში წალენჯიხის მეთოდური კაბინეტისა და პედაგოგთა ფროფკავშირის ღირსეული წინამძღოლობისთვის.
ასმათ შანავა – დაჯილდოვდა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჩეხეთში ქალაქ კარლოვი-ვარში გამართული ქართული ფესტივალების ორგანიზების, მათში წალენჯიხელი ახალგაზრდული ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობისა და ქველმოქმედებისთვის.
ჟენია მალიუტა – დაჯილდოვდა მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის, მაღალი ოსტატობისთვის, სილამაზის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წალენჯიხის მოსახლეობის წინაშე დამსახურებისთვის.
შოთა ჯანჯღავა – დაჯილდოვდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. მის მიერ ბიზნეს სექტორში მიღწეული წარმატებები და მშობლიური მხარისადმი უსაზღვრო სიყვარული, უამრავი სასიკეთო წამოწყების საფუძველია. მის სახელს უკავშირდება სოფელ საჩინოს, ნაგურუს უბანში წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
აბესალომ გულორდავა – დაჯილდოვდა ქველმოქმედებისთვის, ეკლესიისა და მრევლისადმი გაწეული უდიდესი ამაგისა და სოფელ ობუჯში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელმაც ტერენტი გრანელის ორიგინალი პორტრეტი შეიძინა და საჩუქრად გენიალური პოეტის სახლ-მუზეუმს გადასცა.
ბესარიონ ჯოლოხავა – დაჯილდოვდა ქველმოქმედებისთვის, ეკლესიისა და მრევლისადმი გაწეული უდიდესი ამაგისა და ლეჯოლოხეს ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
გონერ სალია – ჩაის საწარმო „ლაზის“ დირექტორი, საზოგადოება წალენჯიხის წევრი, ქველმოქმედი, ჯილდო დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტში მეჩაიეობის დარგის შენარჩუნებისთვის, ქართული ჩაის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
დღესასწაული ჯგუფი „ურსას“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.