ცხელი ხაზი 599 647050

კონსულტაციები ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
შეხვედრები დღეს, 23 თებერვალს, ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრი მალხაზ სამუშია და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები დაასახელა:
პალურში-სკვერის მოწყობა და საბავშვო ბაღის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია;
ლიაში-სასმელი წყლით უზრუნველყოფა (საქობალიოს უბანი);
გარე-განათებების მოწყობა;
სკვერის ნაწილობრივ რეაბილიტაცია.
ზედა-ლია – სასმელი წყლით უზრუნველყოფა და შიდა-საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგება.
მახარია – გარე-განათებების მოწყობა;
შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
საკონსულტაციო შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება