ცხელი ხაზი 599 647050

შეხვედრები სამესხიოში, ჯაღირასა და ობუჯიში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.
შეხვედრები დღეს,16 თებერვალს, სამესხიოს, ჯაღირასა და ობუჯის ტერიტორიაზე გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეები – ბესიკ ფარცვანია, გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი კაჭარავა, საკრებულოს წევრები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი სახის პრიორიტეტები დაასახელა:
სოფელი სამესხიო: შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება;
სოფელი ჯაღირა: შიდა-საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა;
ობუჯი: სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა, სქურდილას უბანში გარე-განათებების მოწყობა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
საკონსულტაციო შეხვედრები 13 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში

გაგრძელება

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა დღეს, ​10 ოქტომბერს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი პოეტის,

გაგრძელება