ცხელი ხაზი 599 647050

ცნობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
ცნობა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული
წარმოება შემდეგი სამართლებრივი აქტების მისაღებად:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“;
2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“;
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობისა და
ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“;
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ“;
6. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ“;
7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
8. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე“;
9. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების , თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის
განსაზღვრის შესახებ“.
აღნიშნული აქტების პროექტები განთავსდა საკრებულოს ვებგვერდზე
(https://tsalenjikha.gov.ge/) და საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე, ამასთან
განსახილველად გადაეცა საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს.
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიების და ფრაქციების
სხდომები გაიმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მისამართი: ქ.წალენჯიხა,
სალიას ქ.N5) შემდეგი გრაფიკით:
1. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივი სხდომა- 2026 წლის 24 ივნისი
12:00 საათი.
2. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო“-2026 წლის 24
ივნისი 11:30 საათი;

3.საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალა“-2026 წლის 24 ივნისი 11:00 საათი;
4.საკრებულოს ფრაქცია „წალენჯიხისთვის“—2026 წლის 24 ივნისი 11:30 საათი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს
სხდომათა დარბაზში გაიმართება 2026 წლის 25 ივნისს 12 საათზე. (მისამართი:
ქ.წალენჯიხა, სალიას ქ.N5).
განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენა
საკრებულოს აპარატში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მ/წლის 24 ივნისისა (მის.ქ.
წალენჯიხა, სალიას ქ. N5 აპარატის უფროსი იზოლდა მოლაშხია. ტ. 599 85 71 02).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ​საუბნო გზაზე პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება და სანიაღვრე

გაგრძელება

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა

ქალაქ ჯვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, ახალი ამბულატორია რეგიონში

გაგრძელება

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა

წალენჯიხაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება- „გრანელობა“ გაიმართა დღეს, ​10 ოქტომბერს, წალენჯიხის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, დიდი პოეტის,

გაგრძელება