სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

8 მარტთან დაკავშირებით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წალენჯიხისა და ჯვარის სამსახურების ქალბატონებს მიულოცეს, წარმატებები,ქალური ბედნიერება და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს.

“ქალთა დღე ქალთა მიერ ბრძოლის და უფლებების მოპოვებით დაიწყო და საბოლოო ჯამში ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და დღესასწაულად ჩამოყალიბდა. ამ დღეს ჩვენ ხაზს ვუსვამთ ქალთა როლს სახელმწიფოს, საზოგადოების, ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს დღესასწაული გახდა გაცილებით უფრო თბილი,შეაღწია ყველა ოჯახში და ამ დღეს, ვულოცავთ ჩვენს დიდებულ ქალბატონებს, ჩვენს ბებოებს, დედიკოებს, მეუღლეებს, მეგობრებს, კოლეგებს და ვუსურვებთ მათ მეტ როლს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. მეტ სიკეთეს და სითბოს ოჯახებში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ექთნების, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ექიმების თავდაუზოგავ შრომას.
ეს ადამიანები საკუთარი კვალიფიკაციით, საკუთარი შესაბამისად აუნაზღაურებელი შრომით , ძალიან საიმედოები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის. სწორედ მოსახლეობის სახელით უხდის მერია მათ მადლობას სიმბოლური ფულადი საჩუქრების გადაცემით. კიდევ ერთხელ ვულოცავ წალენჯიხელ ქალბატონებს, ქართველ ქალბატონებს და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალბატონს 8 მარტს, თბილ და ბრწყინვალე დღესასწაულს”-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

“ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სამედიცინო სექტორისადმი.
სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი სეგმენტი წალენჯიხაში, რომლითაც ჯანდაცვის ცალკეული სერვისები ხელმისაწვდომია ხალხისთვის და მე მგონია,ეს უპრეცედენტო მხარდაჭერა და ჩვენი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი,არამხოლოდ სასწრაფოს წარმომადგენლებისადმი, არამედ იმ ექთნებისადმი,რომლებიც წლების განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხალხის სამსახურში იყვნენ, ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ მადლობა. ვულოცავთ ქალბატონებს და ვუსურვებთ ხალხის სამსახურში ცხოვრებას.”-განაცხადა თამარ ბელქანიამ.

8 მარტთან დაკავშირებით, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, ფულადი საჩუქრები გადაეცათ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალს, საპენსიო ასაკის მქონე მედდებს,რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს.
100-100 ლარის ოდენობის თანხა საერთო ჯამში 100 წელს გადაცილებულ 5 ქალბატონს,
35 სასწრაფოსა და 112 საპენსიო ასაკის მედდას გადაეცა.

ვრცლად
Skip to content