დაიბადა 1970 წლის 17 აპრილს, ქ.წალენჯიხაში
1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა
1991 წელს,ასევე,წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი,პარალელურად ეუფლებოდა ჟურნალისტის პროფესიას; სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში,არის 9 აპრილის მონაწილე.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი
სამუშაო გამოცდილება:
1991 წელს
ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში,დაბრუნდა მშობლიურ წალენჯიხაში და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო,შექმნა კარატეს სკოლა,სადაც ათწლეულების განმავლობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებდა მოსწავლე–ახალგაზრდობას,მისი ინიციატივით შეიქმნა ინტელექტკლუბი ,,მასქური“,შემოიკრიბა ქალაქის ახალგაზრდობა,სადაც იმართებოდა სხვადასხვა საღამოები,დისკუსიები,ამ პერიოდში,როცა ფეხმოკიდებული იყო კრიმინალი,ნარკომანია,გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, ,,მასქური“ ახალგაზრდების სულიერი სავანე გახდა
1995 წელს
როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა,გიორგი ხარჩილავა,ინიშნება ქ.წალენჯიხის მერად,თუმცა ვერ ეგუება გამეფებულ ბიუროკრატიას,კორუფციას,არ შედის არანაირ გარიგებებში და წალენჯიხელებს ახსოვთ უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძის რეჟიმთან 1995–2002 წლებში
1998 წელს
გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობით არჩეულიქნა ქ.წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ,ქ.წალენჯიხის მერად
2002 წელს
გიორგი ხარჩილავას უკვე მეორედ ირჩევენ ქ.წალენჯიხის თავკაცად–წალენჯიხის გამგებლად; 2004–2006 წლებში გიორგი ხარჩილავა კერძო ბიზნესში მიდის,ამასთან,აგრძელებს სპორტულ მოღვაწეობას,მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში და წარმატებებსაც აღწევს
2006 წელს
2006 წელს გიორგი ხარჩილავა კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება,ირჩევენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ,სადაც მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის იღვწის 2010 წლამდე
2010-2021
მონაწილეობდა საინვესტიციო პროექტებში. ეწეოდა საქმიანობას განათლებასა და სოფლის მეურნეობაში
2021
წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულიქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად.