სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ტურიზმი

ღირსშესანიშნაობები მუნიციპალიტეტში

სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები ერთი თვალის შევლებითაც კი სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.

ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს ;აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს და მინდვრებისკენ. ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს ბარხას მღვიმის ლაბირინთები ;ზღვის დონიდან 850 მეტრზე სოფელ ლეშამგედან 3 კილომეტრში, მეჯოგეთა საზაფხულო სადგომ ბარხაზე. მღვიმე არის დერეფნის ტიპის და რამდენიმე სართულისგან შედგება.

გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიგრძე 200 მეტრამდეა. სიღრმე – 80მდე. კურორტ სქურის წარსული და სამომავლო პერსპექტივები წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს კურორტი სქური , რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით.

სახელწოდება სქური ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას. ის ეგრისის ქედის განშტოებებით თარზენით და ბოგაშით არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან.

ტურისტული მარშრუტები :
1. ფოცხო ოხაჩქუეს კირქვიანი მასივი, ჯვარის წყალსაცავის მარჯვენა სანაპირო, ფოცხო.
2. ხოკო მაგანას კანიონი,წყავაში, ქუაუჩა, ტობავარჩხილი.
3. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, სქურის სამონასტრო კომპლექსი.
4. სქური, ჩხოროწყარი, ცაშიკიბული,
5. ობუჯის სამონასტრო კომპლექსი, ქიაჩელის და შენგელაიების სახლმუზეუმი.
6. ტერენტი გრანელის, აკად. ტარას კვარაცხელიას, აკად. ეგნატე ფიფიას სახლმუზეუმები.
ასევე ყველა პირობაა შექმნილი, ეკოლოგიური ტურიზმის გასავითარებლად. სქურის წყალი, (რომელიც დღეს მდინარეში ჩაედინება),სამკურნალო გამანჯანსაღებელი სანატორიუმი, – მეპატრონეს (მენეჯერს) ელოდება, მუნიციპალიტეტის მერიას ამისთვის ფართოდ აქვს კარები გაღებული, რათა ინვესტორმა თავისი მოგება ნახოს ხოლო მუნიციპალიტეტმა ეს კუთხე (სუფთა ჰაერი,მინერალური წყალი,ულამაზესი ხეობები, მთის სილამაზე).

საინტერესოა მთის ტყეები, სუბალპური და ალპური, მდელოები მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით (ძელქვა, ბზა,კავკასიური და პონტური როდოდენდრომი, სამეგრელოს არყი,). მთის მდინარეები და ჩანჩქერები მდინარე მაგანას კანიონი, ჯვარის წყალსაცავი, მისი მიმდებარე ტყეები. სამონადირეო ტურიზმი მთის ტყეები ალპური და სუბალპური მდელოები, ძნელად მისადგომი მთები და ჭიუხები, გარეული ნადირფრინველთა საუკეთესო საბინადრო ადგილებია, გავრცელებული ცხოველები: გარეული ღორი, მურა დათვი და სხვა.

საეკლესიო ტურიზმის განვითარება საეკლესიო ტურიზმის განვითარება შესაძლებელია წალეჯიხის მაცხოვრის ფერისცვალვალების ეკლესიის ბაზაზე (X-XI ს.ს) რომელიც უნიკალური ძეგლია, მის კედლებზე შემორჩენილია ფერწერის ძვირფასი ნიმუშები.
ასევე მუნიციპალიტეტი მდიდარია ძეგლებით, ჯაღირას ციხე სიმაგრის კომპლექსი, ობუჯის მონასტერი სამრეკლოთი, ზურგიანი კოშკი, სქურის ეკლესიათა კომპლექსი, ლესალეს ციხე სიმაგრე, ნაციხარის კომპლექსი ,,დიდი ქირსა, კოშკი ,,ომუნეს ჯიხა” ციხე კოშკი, გაგაჩი ეკლესია, გუბანი კოშკი, ქართლაში ციხე, ეკლესია ლებარე, ნაეკლესიარი ნაზიმაკოჩი , ბუჭიას სალოცავი.
არქიტექტურულ ეკლესიათა კომპლექსი “მთავარანგლოზის ეკლესია” ნაოხვამუ, ნაჯიხარი და სხვა.

სამთო ტურიზმის განვითარება..
ეგრისის მთების მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მოქცეული, ამ ქედის ყველაზე უფრო ლამაზი ნაწილია მთა
ჭითაგვალა3226 მ.ზ.დ.) მთა ლაკამურაში დუდი (3111 მ.ზ.დ.)
მთა ცაშკიბული, ტობავარჩხილი, ადგილი ჩხოროწყარი, ადგილი ქუაცანცალია, ყვირას კირქვიანი მასივები (2200;2037 მ.ზ.დ.).
საინტერესოა მთის ტყეები, სუბალპური და ალპური, მდელოები მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით (ძელქვა, ბზა,კავკასიური და პონტური როდოდენდრომი, სამეგრელოს არყი,). მთის მდინარეები და ჩანჩქერები მდინარე მაგანას კანიონი, ჯვარის წყალსაცავი, მისი მიმდებარე ტყეები. სამონადირეო ტურიზმი მთის ტყეები ალპური და სუბალპური მდელოები, ძნელად მისადგომი მთები და ჭიუხები, გარეული ნადირფრინველთა საუკეთესო საბინადრო ადგილებია, გავრცელებული ცხოველები: გარეული ღორი, მურა დათვი და სხვა.

Skip to content