მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან. მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმინდა ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად.
პირველ ნაწილზე — გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი – „წალენჯიხა“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
წალენჯიხის დროშის ლაჟვარდის ველზე ცენტრში მოთავსებულია წალენჯიხის გერბის მცირე ფარი – მეწამულ ველს გადაკვეთავს ტალღოვანი სამი ვერცხლის სარტყელი, სარტყლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი, ქვევით ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე ორი კოშკითა და ნახევრად ღია ჭიშკრით. წალენჯიხის დროშის პროპორცია არის 2:3.