წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა
საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი-ელენე ბერაია-ტელ: 599 19 39 26
ყველას აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო,
პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია
როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.
საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული 135 პირიდან ( შტატგარეშე მოსამსახურეთა ჩათვლით) ქალი–36, კაცი–99.
ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა-8
მერიის წლიური ანგარიში
2023
დასაქმებულები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 119 შტატიანი თანამშრომელია, აქედან 25 ქალია და 94 მამაკაცი.
ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული ქალი-8, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი მამაკაცი-34.
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია- საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და საქართველოს მთავრობის N204 დადგენილებით.
ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;
ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის
განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;
გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ;
დ) მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების
მოთხოვნით;
ე) გაასაჩივროს ღია და დახურული კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
ვ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლება-მოვალეობები.
ონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი
7. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.
8. ბიურო ვალდებულია კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.
9. თუ ბიურო დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
თავი IV. უფლების დაცვა
მუხლი 33. საპრეტენზიო კომისია
1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები).
4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.
5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.
9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას.
12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ.
13. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 34. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების აღწერა
ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციების აღწერა
აუდიტის სამსახურის ფუნქციების აღწერა
ეკონომიკის სამსახურის ფუნქციების აღწერა
კულტურის სამსახურის ფუნქციების აღწერა
სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის
ფუნქციების აღწერა
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციების აღწერა
შესყიდვების წლიური გეგმა
განხორციელებული შესყიდვები
დებულება / წესდება / შინაგანაწესი
2021
2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის დებულება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დედბულება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
შინაგანაწესი
ქონება
ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილები 2022 წ.
სატრანსპორტო საშუალებები
2015 წელს გასხვისებული ობიექტების ჩამონათვალი
გასხვისებული ქონების ჩამონათვალი 2017-18 წლები
გასხვისებული ქონების ჩამონათვალი
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ