საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
საბავშვო ბაღში რეგისტრაციის წესები
საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში (სარეგისტრაციო ფორმა მუშაობს სატესტო რეჟიმში).
საბავშვო ბაღების ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების აუცილებელი პირობა აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.
საბავშვო ბაღების ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის განმახორციელებელი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.
აღსაზრდელის საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში, მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
მშობლების (მეურვის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ);
პრიორიტეტით მოსარგებლეებმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ყველა ადგილი შევსებულია, დარეგისტრირებულ აღსაზრდელს პროგრამა აყენებს რიგში. .ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში.
ჩარიცხული აღსაზრდელის მშობელს, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე დაუკავშირდებიან საბავშვო ბაღიდან.