სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

შეხვედრა მოზარდებთან111

შეხვედრა მოზარდებთან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ინიციატივით დღეს, 19 მარტს ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში მოზარდებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში უშუალოდ მომავალი თაობების აქტიური ჩართულობა.
შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ტურიზმის მიმართულებით- სოფო ბერაძე, ზაზა გოგოხია, ოლღა შამუგია, კულტურის მიმართულებით- თამარ ლუკავა, ხოლო სპორტის მიმართულებით ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის უფროსი გელა თოლორაია ესწრებოდნენ.

დისკუსიაში ოცდაათამდე სხვადასხვა ასაკის მოზარდი მონაწილეობდა.
შეხვედრა ინტერაქციული გამოდგა; მოზარდებმა გულწრფელად ისაუბრეს საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სიახლეები, ხშირ შემთხვევაში მათთვის ინფორმაციულად ხელმისაწვდომი არ არის.

გამოთქვეს სურვილი მუნიციპალიტეტში ჩატარდეს კოტე ჩიქობავას სახელობის საჭადრაკო ტურნირი, საფეხბურთო ჩეპიონატი, ახალგაზრდების სურვილია ასევე მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და განვითარება, პერიოდულად კინოჩვენებების მოწყობა, სქურში ახალგაზრდული ბანაკის გამართვა;

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოზარდები დიდი სიამოვნებით დაათვალიერებდნენ იმ ტურისტულ ლოკაციებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს გააჩნია; ეს არის ინწრას ხეობის დათვალიერება, ლაშქრობა ტობა ვარჩხილზე, ნავებით გასეირნება ენგურ კაშხალზე.

მოზარდებთან დიალოგში გამოიკვეთა საერთო გეგმები და სურვილი ერთად განვავითაროთ სპორტული, კულტურული და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობები.
თამარ ბელქანიამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ახალგაზრდებს ყველა მნიშვნელოვანი წამოწყებების განხორციელებაში.

“ჩვენი მიზანია მოვუსმინოთ მოზარდებს, ზუსტად ვიცოდეთ მათი ინტერესები; გავაცნოთ მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსი, რომ მათ უფრო მეტი ემოციური ბმა ჰქონდეთ საკუთარ კუთხესთან და გაუადვილდეთ საკუთარი თავის შემეცნება“ განაცხადა თამარ ბელქანიამ

ვრცლად
Skip to content