სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების დრო დაღუპულ გმირებს წალენჯიხაში პატივი მიაგეს

მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს, 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.სწორედ ამის გამო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმაც ხაზი გაუსვა სწორედ ამ თარიღს და ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“გამარჯვების დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო, ევროპა 8 მაისს აღნიშნავს. ეს არის ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის დღე და ამ დღეს შეწყდა საომარი მოქმედებები მთელ ფრონტზე. კრემლი როგორც ყოველთვის მანიპულირებს ისტორიით. ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვადასხვა ხალხებს,ერებს, საერთო მონაპოვარია და 9-ში ამ დღეს აღნიშნავენ მხოლოდ რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

რომელ დღეს აირჩევს ადგილობრივი ხელისუფლება ეს არის იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს უნდა მას ყოფნა.
ჩვენ ხაზი გავუსვით დღეს სწორედ იმას, რომ 8 მაისსხდება გამარჯვების აღნიშვნა მთელს ცივილიზებულ სამყაროში”-აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღეს აღიშნოს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომლებმაც იბრძოლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად და მოიტანეს თავისუფლება.
ახლა ჩვენ ვართ ხოკოში,სადაც მემორიალურ დაფაზე წერია, რომ დიდ სამამულო ომში 114 ხუდონელი ვაჟკაცი იბრძოდა და აქედან 67 ვერ დაბრუნდა.
დიდება გმირებს, დიდება ამ ადამიანებს იმისთვის,რომ მსოფლიო გაათავისუფლეს ფაშიზმისაგან და დღეს, 8 მაისს ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად აღვნიშნავთ ფაშიზმისგან მსოფლიოს განთავისუფლებას”-აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანელი გენერალი ალფრედ იოლდი ( გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური )გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე-ომი დამთავრდა.
გვირგვინით შეიმკო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მემორიალური სივრცე რომელიც ფაშიზმზე გამარჯვებას ასახავს.

ვრცლად
Skip to content