სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

კატეგორია: ივანე ბურდული

წალენჯიხა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წალენჯიხაში

წალენჯიხაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობენ. ამჯერად, მუნიციპალიტეტში გიორგი მებონიას სახელობის მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული განმარტავს, პროექტის მნიშვნელობას მისი მდებარეობაც განაპირობებს.

მისივე თქმით, აღნიშნული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 485 000 ლარია განკუთვნილი. სამუშაოები სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს დასრულდება.

“წალენჯიხაში გიორგი მებონიას სახელობის სპორტული მოედანი კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც ჩვენ ბიუჯეტიდან 485 000 ლარი გამოვყავით. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით, ივნისის ბოლოსთვის ვვარაუდობთ. გვინდა მოედანზე მოვაწყოთ სპეციალური უსაფრთხოების კუნძულები, დავხაზოთ, ასევე, განვათავსოთ დეკორატიული სანათები, საგზაო ნიშნები და წყალსაწრეტები. ეს იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის მოედანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან და მისი სახით კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება წალენჯიხას”, – განაცხადა ივანე ბურდულმა.

ვრცლად
ივანე ბურდული

წალენჯიხაში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი იხსნება

წალენჯიხაში, მალე, შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, დაუნის სინდრომის მქონე და აუტისტის სპექტრის ბენეფიციარებს მოემსახურება.
ცენტრში, რომელიც მერიის დაქვედებარებაში იქნება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სხვადასხვა თერაპიას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

„კვლევებით გამოიკვეთა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობა წალენჯიხაში აუციელებლია. მსგავსი ცენტრი ზუგდიდში არსებობს, რომლის ბენფიციარიც 12 წალენჯიხელი ბავშვია, თუმცა, რეალურად, მსგავსი ტიპის მომსახურეობა ჩვენს მუნიციპალიტეტში სამჯერ მეტს სჭირდება”, – ამბობს „თაიმერთან“ საუბრისას წალენჯიხის მერის მოადგილე ივანე ბურდული.
მისივე ინფორმაციით, ცენტრისთვის შენობის შერჩევა დაწყებულია. განიხილება ორი ლოკაცია – სამმართველოსთან (პოლიციის შენობასთან) მდებარე მუნიციპალური ფართი და „ევექსის კლინიკები”.

ბურდულის თქმით, მოლაპარაკებები ორივე კუთხით მიმდინარეობს და საბოლოოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გარირკვევა, თუ სად დაიდებს ბინას სარეაბილიტაციო ცენტრი.
როგორც მერის მოადგილე ამბობს, ცენტრის შენობისთვის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სურვილი უკვე გამოთქვა.

ივანე ბურდულის განმარტებით, სამომავლოდ, ცენტრი ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამებშიც ჩაერთვება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„ჩვენთვის არა, ჩვენთან ერთად“ – ეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია.

სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე საუბარი სწორედ ამ თარიღის წინ დაიწყო.

ვრცლად
Skip to content