სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

123

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები წელსაც აქტიურად გაგრძელდება!

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და მერის წარმომადგენლებს გააცნეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსმა შალვა მეტრეველმა და წალენჯიხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ნუგზარ კალანდიამ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. წინა წლების მსგავსად, პირველ ეტაპზე განხორციელდება მავნებლის მონიტორინგი;

გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსდება სპეციალური სადგურები(ფერომონები) და საჭიროებისამებრ ჩატარდება წამლობა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას

ვრცლად
sxdoma

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ხარჩილავას თქმით,წინა თვის სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს და ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. ეს გახლდათ დაზიანებული ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, გზები ,საცხოვრებელი სახლები და სხვა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. მიმდინარეობს სამუშაოები სოფლის შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად. მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ვმუშაობთ სასმელი წყლის უზრუნველყოფოს საკითხებზე და ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ვაგვარებთ ეტაპობრივად”-განაცხადა გიორგი ხარჩილავამ

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა ყველა პრობლემური საკითხი დროულად იქნას გადაჭრილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ვრცლად
სპორტდარბაზი ფოცხოში

გიორგი ხარჩილავა ფოცხოში არსებულ კარატეს სკოლაში იმყოფებოდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, ფოცხოეწერის დასახლებაში, კარატეს სკოლაში მივიდა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
“აღსანიშნავია, რომ დარბაზი წლების მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა. დღეის მდგომარეობით, კი ყველა პირობებია შექმნილი სავარჯიშოდ.

მეც სპორტსმენი გახლავართ და ყოველთვის ვცდილობ მთელი ჩემი ცხოვრება დავუკავშირო ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდას
წალენჯიხელი სპორტსმენები ერთ-ერთი წამყვანები არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში და შემიძლია გითხრათ, მსოფლიო კლასის ვარსკვლავები არიან.

ამ დარბაზში არ შემოისვლებოდა 2 წლის წინ და დღეს, თქვენ ხედავთ, როგორი კარგი პირობებია შექმნილი ვარჯიშისთვის. ამ დღეებში მათ გადაეცათ ტატამი, შეჯიბრებებზე მათ სწორედ ტატამზე უწევთ გამოსვლა და მათთვის უცხო არ უნდა იყოს, მიჩვეულნი უნდა იყვნენ.

ვამაყობ, რომ სწორედ წალენჯიხაშია ასეთი კარგი სკოლა, გამოცდილი, პროფესიონალი პედაგოგებით. ვუყურე სპარინგს, ძალიან კარგი თაობაა და ველოდები ბევრ წარმატებებს ქართულ სპორტში და კონკრეტულად კი ფოცხოეწერის კარატეს სკოლის ახალგაზრდებისგან.

წალენჯიხის სასპორტო ცენტრი ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს სპორტის ყველა მიმართულებით და მე კიდევ ერთხელ სიხარულით და სიამაყით გავიხსენებ რეორგანიზაციის შედეგს – 240 სპორტსმენი გვყავდა რეორგანიზაციამდე და დღეს უკვე 600 სპორტსმენი გვყავს”, – განაცხადა მერმა ფოცხოეწერის კარატეს სკოლაში სტუმრობისას

ვრცლად
Skip to content