გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ხარჩილავას თქმით,წინა თვის სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტს და ამ ეტაპზე ყველაფერი კეთდება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ. ეს გახლდათ დაზიანებული ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები, გზები ,საცხოვრებელი სახლები და სხვა.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. მიმდინარეობს სამუშაოები სოფლის შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად. მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ვმუშაობთ სასმელი წყლის უზრუნველყოფოს საკითხებზე და ყველა მნიშვნელოვან პრობლემას ვაგვარებთ ეტაპობრივად”-განაცხადა გიორგი ხარჩილავამ
მერმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა ყველა პრობლემური საკითხი დროულად იქნას გადაჭრილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.