ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან
წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში გაიმართა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა: რატომ- არა რუსულ კანონს.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უძღვებოდნენ.
გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს რუსეთის ანექსიაზე, მიტაცებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მიმართ განხორცელებულ აგრესიაზე. იმ ჰიბრიდულ ომზე,რომლის ნაწილია რუსული კანონი.
აღინიშნა, რომ ეს კანონი არის ანტიდასავლური, რომელიც პირდაპირ ავიწროვებს ადამიანის უფლებებსა და მათ დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ბოლო 30 წელია საქართველო სწორედ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით სულდგმულობს.
არაერთი პროგრამა განხორციელდა და დღესაც ხორციელდება მათი მხარდაჭერით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ევროპაა სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა.
აღინიშნა,რომ ამ კანონის დამტკიცებით იზღუდება ყველა ის შესაძლებლობები,ეკონომიური მხარდაჭერა,რასაც საქათველო 30 წელია ღებულობს.
დისკუსიისას დასახელდა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები წალენჯიხაში და მთლიანად საქართველოში.
დამსწრე საზოგდოებამ აღნიშნა, რომ ეს კანონი იქნება პასუხი სწორედაც კორუფციის ,ძალადობის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის რომ რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი,რომლისთვისაც ათეული წლებია ვიბრძვით. ქართველი ხალხის სისხლით მონაპოვარი გზა კი ევროპისკენაა.
ამ კანონის მიღება იქნება ქართულ ფასეულობებზე ტალახის სროლა, თითოეული დაღვრილი სისხლის და ქართველი გმირების დაცინვა.
კანონპროექტი აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ევროპასთან ,აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.
ევროპასთან დაშორება კი აწყობთ მხოლოდ საქართველოს დაუძინებელ მტრებს.
ქართველი ხალხი, ახალგაზრდობა არ დაუშვებს მსგავსი კანონის ამოქმედებას, ჩვენ ვირჩევთ ევროპას.
რატომ არა რუსულ კანონს? -ამ კანონის მიხედვით, როგორც რუსეთში ასობით ორგანიზაცია და ადამიანი დასახელდება “უცხო ქვეყნის აგენტად”,რაც გნაპირობებს საქართველოს უკუსვლას.-აღინიშნა შეხვედრაზე.