სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

alika caava1

ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯვარელი ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.
ის 2022 წლის 16 აპრილს ,ლუგანსკის ოლქში ,ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა.
ალიკა ცაავა ასევე , 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კომანდოს ბატალიონის წევრი გახლდათ. მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია ქ. ჯვარში ცხოვრობს. ალიკას მამა,ბაბუა და ბიძა აფხაზეთის ომში დაიღუპნენ.
ალიკა ცაავას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,მეგობრებმა,ოჯახის წევრებმა.

ვრცლად
გაეროს მოსახლეობის ფონდი1

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის წარმომადგენლებმა , პროგრამის კოორდინატორმა ნანუკა ავალიანმა და პროგრამის ექსპერტმა ეკატერინე   სხილაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და გენდერული საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა მიმართულია მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორისაა სოციალური , გენდერული საკითხები. ფონდი ეხმარება საქართველოს საერთაშორისო კონცეფციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში.

დღევანდელი შეხვედრის თემა გახლდათ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. გაიმართა დისკუსია და მხარეებმა ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე და ზოგადად დონორი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე საქართველოს მასშტაბით.

შეხვედრის დასასრულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზადაა ითანამშრომლოს გაეროს მოსახლეობის ფონდთან მთელი რიგი პრიორიტეტების განხორციელების საკითხებში

ვრცლად
Skip to content