სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

iuridiuli daxmarebis samsaxuri1

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 18 აპრილს , იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ.

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და რეგიონის იურიდიული დახმარების ცენტრის თანამშრომლები ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ.

დავით სიმონიამ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა მოსახლეობას სერვისები გააცნო, ესაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსზე, უძრავ-მოძრავი ქონების დაკანონებისა და სხვა მნიშვნელოვნ საკითხებზე.

პრეზენტაცია, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წევრებმა წარადგინეს ასევე მოიცავდა ბულინგის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს.

შეხვედრის მსვლელობის დროს სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს.

დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სპეციალური მიკროავტობუსით, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” პროექტის ფარგლებში.

ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.

ვრცლად
ara rusul kanons1

შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”

დღეს ქ. ჯვარში შედგა შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან თემაზე”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მოდერატორი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული გახლდათ. მან კანონის არსზე ისაუბრა და განიხილა.
შეხვედრა-დისკუსიაზე ისაუბრეს დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.
ერთადეთი მუნიციპალიტეტია, სადაც საუბრები იმართება მოსახლეობასთან და ვცდილობთ,მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა საფრთხეების შემცველია სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება.
ჩვენ, ვცდილობთ, ავუხსნათ მოსახლეობას, რა სიკეთეების დაკარგვა მოელის მათ მუნიციპალიტეტებს,შვილებს, მათ მომავალს, თუკი ეს კანონი იქნება მიღებული.
ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ადამიანებს,რამდენი სიკეთეები აქვთ შემოტანილი, რა სფეროები არის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან.
ჯანდაცვა,განათლება,კულტურა,სპორტი,დაცული ტერიტორიები, ეკლესია-მონასტრები და სხვა მრავალი არის სწორედ ამ არასამთავრობო,დონორი ორგანიზაციების, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში და თითოეულ ოჯახში შესული სიკეთეები.
ჩვენ ვცდილობთ ,ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს სიკეთეები შესაძლოა ხვალ და ზეგ აღარ იყოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში. არა რუსეთს! -აღნიშნა ივანე ბურდულმა.
“ჩვენ აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება თვალებში ჩახედო საკუთარ შვილს და აუხსნა რა მოხდა.
აქ აროს მეტზე საუბარი ,ვიდრე ერთი საჯარო მოხელის სამსახურია.
არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა,რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას.
დღეს სამშობლო არის განსაცდელში და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება იმისთვის,რომ ჩვენ დავდგეთ ჩვენი შვილებისთვის და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს და ეს ნათელი მხარე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რა კანონი სურს ხალხს მიიღოს და ვისთან სურს რომ მას ჰქონდეს რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული იმისთვის, რომ აგენტები არ ვეძახოთ ერთმანეთს.
ანუ რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სახელმწიფოში გაკეთდა,დიდი ნაწილი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანადგომით გაკეთებული.
საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ვართ და განსაკუთრებით გვმართებს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არა რუსულ კანონს, ჩვენი ისტორიული მოცემულობა არის თავისუფალ საზოგადოებში თავისუფალ ქვეყნებთან თანამეგობრობა”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.
დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ ქალაქ ჯვარში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ,80% პროცენტი დონორი ორგანიზაციების დახმარებებით კეთდება და დანაშაულის ტოლფასია ამის არ აღიარება.

ვრცლად
Skip to content