იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს, 18 აპრილს , იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ.
საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და რეგიონის იურიდიული დახმარების ცენტრის თანამშრომლები ქალაქ ჯვარის მოსახლეობას შეხვდნენ.
დავით სიმონიამ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა მოსახლეობას სერვისები გააცნო, ესაუბრა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსზე, უძრავ-მოძრავი ქონების დაკანონებისა და სხვა მნიშვნელოვნ საკითხებზე.
პრეზენტაცია, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წევრებმა წარადგინეს ასევე მოიცავდა ბულინგის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებს.
შეხვედრის მსვლელობის დროს სამსახურის წარმომადგენლებმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს.
დამსწრე საზოგადოებას მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სპეციალური მიკროავტობუსით, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” პროექტის ფარგლებში.
ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.